ირმა ზავრადაშვილმა საქართველოში მყოფ უკრაინელ ქალებს 8 მარტი მიულოცა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა უკრაინელ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატმა, დიდუბის რაიონში სასტუმროში, მყოფი უკრაინის 91 მოქალაქე მოინახულა, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდნენ და უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ირმა ზავრადაშვილმა უკრაინელ ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ჩვენმა რაიონულმა ორგანიზაციამ, დიდუბის გამგეობისა და პარლამენტარი ქალების დახმარებით შევაგროვეთ საჩუქრების ნაკრები. მინდა აღვნიშნო, რომ არავინ არის დღეს დღესასწაულის ხასიათზე, მაგრამ ეს ის დღეა, როცა ჩვენ ყველა ჩვენს დედებს, მეგობარ ქალებს ვულოცავთ 8 მარტს და ვეცადეთ, რომ ცოტა მაინც გაგველამაზებინა ამ სასტუმროში მყოფი უკრაინელი ქალებისთვის ეს დღე”, -განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრებთან ეკა სეფაშვილთან და ხათუნა კვიციანთან ერთად გადასცა საჩუქრები უკრაინელ მოქალაქეებს და ქალთა დღე მიულოცა.