გია აბაშიძე: პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა, უკრაინისადმი ვითომ სოლიდარული სააკაშვილის ქუჩის აქტივისტები რეალურად არიან საქართველოსა და უკრაინის მტრები

„საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ნებისმიერ კანონდამრღვევს. ზედმეტი ლმობიერება კატეგორიულად მიუღებელია!“, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, გია აბაშიძე გუშინ გამართულ აქციას, სადაც აქციის მონაწილეებმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენეს.

„პოლიციელზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა! უკრაინისადმი ვითომ სოლიდარული სააკაშვილის ქუჩის აქტივისტები რეალურად არიან საქართველოსა და უკრაინის მტრები. საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს ნებისმიერ კანონდამრღვევს. ზედმეტი ლმობიერება კატეგორიულად მიუღებელია! სადაც არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა, ეს აქსიომაა“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები