რიმა ბერაძემ უკრაინელ და ქართველ ქალებს 8 მარტი მიულოცა

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ უკრაინელ და ქართველ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.

პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატმა სასტუმრო „ნიუ ტიფლისში” უკრაინელი ქალბატონები მოინახულა, რომლებიც თბილისში ტურისტულად ჩამოვიდნენ და უკრაინაში საომარი ვითარების გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლეს. დეპუტატი ქალბატონების მდგომარეობას გაეცნო და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. რიმა ბერაძემ ქალთა დღესასწაული მიულოცა ასევე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ქალბატონებს.

„დღეს თითოეული ჩვენგანი შეწუხებულია უკრაინაში არსებული მდგომარეობით. ჩვენს რაიონშიც არის რამდენიმე ქალბატონი, რომლებიც ტურისტულად იყვნენ ჩვენს ქვეყანაში შემოსული და საომარი მდგომარეობის გამო უკან ვერ დაბრუნდნენ. მათ ჩვენი თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ და ამიტომ მოვედით მათთან.

გარდა ამისა, ჩვენ გარშემო ჩუმად და შეუმჩნევლად ცხოვრობენ ქალები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით ბევრი სიკეთე მოაქვთ ჩვენი საზოგადოებისთვის. მინდა მათ ტრადიციულად მივულოცო გაზაფხულის ეს მშვენიერი დღესასწაული. მათზე ზრუნვა და ყურადღება ჩვენი ვალია”,- აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები