ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი წინ ვერ მიდის

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა BBC-სთან ინტერვიუში უკრაინაში რუსული არმიის ამჟამინდელი პოზიცია შეაფასა. მისი თქმით, რუსული არმია წინ წასვლას ვერ ახერხებს.

“ახლა უკვე ომის მე-13 დღეა და რუსეთი წინ ვერ მიდის. კიევის ჩრდილოეთით მდებარე კოლონა, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდით, ჯერ კიდევ იქ დგას. როგორც ჩანს, მართლაც გაჭედილია და არ მოძრაობს”, – განაცხადა ბენ უოლესმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის ქვედანაყოფები „უფრო და უფრო მეტად ვარდებიან სასოწარკვეთილებაში“ და „სისასტიკეს აორმაგებენ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები