რუსეთიდან უცხოური წარმოების სამედიცინო ნაწარმის გატანა აიკრძალა
რუსეთიდან უცხოური წარმოების სამედიცინო ნაწარმის გატანა აიკრძალა.
შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.
აღინიშნება, რომ აკრძალვა შეეხება სამედიცინო ნაწარმს, რომელიც იმ ქვეყნებიდან არის რუსეთში შეტანილი, რომლებმაც მას სანქციები დაუწესეს.
“საუბარია სამედიცინო ნაწარმზე, რომლებიც შემოტანილია სახელმწიფოებიდან, რომლებიც შეუერთდნენ სანქციებს და ახლა იმპორტიორთა საწყობებშია ან საბაჟო პროცედურებს გადიან. მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის შექმნას, არამეგობრული სახელმწიფოების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების გამო”, – აღნიშნულია დოკუმენტში.