უკრაინაში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემა დაიწყო
უკრაინაში, დღეიდან, ომის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის, ერთჯერადი კომპენსაციის გაცემა დაიწყო.
შესაბამისი ინიციატივის შესახებ 3 მარტს ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხეილ ფედოროვმა განაცხადა, ყველა ჯგუფის ფიზიკური პირები/ მეწარმეები 6500 გრივნის ოდენობის ( დაახლოებით 734 ლარი) თანხას მიიღებენ.
კომპენსაციის გაცემა მოხდება იმ მოქალაქეებისთვის, სადაც ყველაზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, კერძოდ, ვოლინის, დონეცკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, კიევის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის, ჩერნიგოვის რეგიონებსა და კიევში.
თანხის მიღება შესაძლებელია მობილურ ტელეფონში აპლიკაციის შევსების გზით, რის შემდეგაც კომპენსაცია მოქალაქის ანგარიშზე აისახება.