ოკუპანტებმა კიევის ოლქში საევაკუაციო ავტობუსი ჩაცხრილეს

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლობის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქში საევაკუაციო ავტობუსი ჩაცხრილეს. ინფორმაციას NEXTA ავრცელებს. მედიის ცნობით, ავტობუსზე თავდასხმისას, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა, 3 ადამიანი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები