ზელენსკი: პირველები ჩვენ ვართ, მაგრამ მეორეები თქვენ იქნებით – რაც უფრო მეტს ჭამს მხეცი, მით უფრო მეტი სურს მას

ხალხი, ვინც მე ამირჩია, არ არის მზად კაპიტულაციისთვის, ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რუსეთთან ვისაუბროთ ყირიმისა და დონბასის მომავალზე , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული ტელეკომპანია ABC-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაზე არ გაჩერდება და ომმა მათზეც შეიძლება, იმოქმედოს, რადგან „რაც მეტს ჭამს მხეცი, მით უფრო მეტი უნდა მას“.

“ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ შორს ვართ ამერიკიდან ან კანადიდან. არა, ჩვენ ვართ თავისუფლების ამ ზონაში. როდესაც უფლებებისა და თავისუფლების საზღვრები ირღვევა თქვენ უნდა დაგვიცვათ, რადგან ჩვენ პირველები ვართ, თქვენ კი მეორეები იქნებით, რადგან რაც უფრო მეტს ჭამს მხეცი, მით უფრო მეტი სურს მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დენაციფიკაცია, რომელსაც პუტინი უკრაინას სთავაზობს ნაციზმის გამოვლინებაა.

“დენაციფიკაცია, რომელსაც პუტინი გვთავაზობს, არის უკრაინული ერის განადგურება, ეს არის ნაციზმი, როგორც 40-იან წლებში”, – აცხადებს ზელენსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები