გაერო ხარკოვში 60 ათას ადამიანზე გათვლილ საკვებს ჩაიტანს

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამა ხარკოვს 60 ათას ადამიანზე გათვლილ საკვებ პროდუქტებს მიაწვდის.

ამის შესახებ გაერო-ს Twitter-ის გვერდზეა ნათქვამი.

როგორც აღინიშნება,  პროგრამის თანამშრომლები მუშაობენ იმაზე, რომ არცერთი ოჯახი საკვების გარეშე არ დარჩეს.

7 მარტს უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა, მარინა ლაზებნამ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, სასურსათო პაკეტების 7 ვაგონი დაიტვირთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები