“რუსეთის დანაკარგი 12 000 ჯარისკაცს აჭარბებს” – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი
რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებმა უზარმაზარი საბრძოლო დანაკარგები განიცადეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.
გენშტაბის ცნობით, ომის მე-12 დღეს რუსეთის დანაკარგმა 12 000 ჯარისკაცს გადააჭარბა.
რუსეთის საბრძოლო დანაკარგებია:
სამხედრო პერსონალი – თითქმის 12 ათასი ჯარისკაცი,
ტანკები – 303 ერთეული,
ჯავშანტექნიკა – 1036 ერთეული,
საარტილერიო სისტემები – 120,
MLRS – 56,
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 27,
თვითმფრინავი – 48,
ვერტმფრენები – 80 ერთეული,
საავტომობილო ტექნიკა – 474,
გემები / ნავები – 3 ერთეული,
ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით – 60,
უპილოტო საფრენი აპარატი – 7.