ხარკოვში დაბომბვას მინიმუმ 4 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის (SES) ცნობით, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი იზრდება, რადგან რუსეთი ქალაქებსა და საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე, ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ხარკოვში.
ნანგრევებიდან ამოყვანილი 5 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმები მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობდა.
ქალაქ სუმში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 9 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია.