იანუკოვიჩი ზელენსკის დანებებისაკენ მოუწოდებს
უკრაინის ყოფილმა პრორუსმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ “ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს სისხლისღვრა”.
„კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავთ, მაგრამ პირადად თქვენ ვალდებული ხართ, ნებისმიერ ფასად შეაჩეროთ სისხლისღვრა და მიაღწიოთ სამშვიდობო შეთანხმებას”, – აცხადებს იანუკოვიჩი.
უკრაინის გაქცეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი და კიევის დასავლელი პარტნიორები ასეთი ნაბიჯისთვის მადლიერი იქნებიან.
“ამას ელოდებიან თქვენგან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში. ამით უკრაინელი ხალხი და დასავლელი პარტნიორებიც მადლობელი იქნებიან“, – განაცხადა იანუკოვიჩმა.