ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების თითქმის 80%-ით შემცირებას უკვე წელს გეგმავს
ევროკავშირი ავითარებს გეგმას რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასასრულებლად, რამაც შეიძლება, მისი მოხმარების 80%-ით შემცირება უკვე წელს გამოიწვიოს.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ევროკომისია შესაბამის გეგმავს უკვე დღეს წარადგენს, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, გაზის მიწოდების ახალი წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის ზრდას.
როგორც გუშინ ევროპარლამენტში გამოსვლის დროს კლიმატის საკითხზე კომისარმა, ფრანს ტიმერმანსმა თქვა, “ვფიქრობ, ხვალ ჩვენ შევძლებთ, წარმოვადგინოთ გეგმა, რომელიც წელს მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე და რამდენიმე წელიწადში გაზის იმპორტისაგან დამოუკიდებელს გაგვხდის. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია“.
ევროკომისიის მონაცემით, ევროკავშირს აქვს საკმარისი გაზი ზამთრის სეზონის დასასრულებლად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთიდან მიწოდება შეწყდება. ის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციას გაუწევს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა გაზსაცავების შევსების მიზნით.
გეგმა ითვალისწინებს გაზის იმპორტის გაზრდას რუსეთის ფარგლებს გარეთ, განახლებადი ენერგიის უფრო მეტ მოზიდვას, ენერგიის დაზოგვას და ელექტროენერგიის ინდუსტრიის უფრო მეტ გამოყენებას.
ჯამურად, ევროკავშირს ეს საშუალებას მისცემს წელს 112 მილიარდი კუბური მეტრით შეამციროს რუსული გაზის მოხმარება, ამჟამინდელი 155 მილიარდი კუბური მეტრიდან.