პუტინი რუს დედებს დაჰპირდა, რომ წვევამდელებს და რეზერვისტებს უკრაინასთან ომში არ გაგზავნიან
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც პირობას დებს, რომ სამხედრო მოქმედებებში რეზერვისტებსა და წვევამდელებს არ გამოიძახებენ.
„მინდა, მივმართო იმ ჯარისკაცების დედებს, დებს, ცოლებს, რომლებიც სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩვენს სამშობლოს იცავენ. მესმის, როგორ ნერვიულობთ თქვენს საყვარელ და ახლო ადამიანებზე. თქვენ შეგიძლიათ, იამაყოთ მათით ისე, როგორც თქვენი ერთობით მთელი ქვეყანა ამაყობს.
ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ სამხედრო მოქმედებებში არ მონაწილეობენ და არ მიიღებენ მონაწილეობას წვევამდელები. რეზერვისტების დამატებითი გამოძახება არ იქნება“, – განაცხადა პუტინმა.