ოკუპანტების გადაადგილების ტემპები მნიშვნელოვნად არის შემცირებული – უკრაინის გენშტაბის ბოლო ინფორმაცია

უკრაინის გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით განახლებულ ოპერატიულ ინფორმაციას ავრცელებს.

“ადგილობრივი დროით 06:00 საათის მდგომარეობით, უკრაინული ძალები თავდაცვით ოპერაციებს განაგრძობენ სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის საომარი ზონების გარკვეულ მონაკვეთებში.

სევერსკის მიმართულებით გრძელდება ქალაქ ჩერნიგოვის გმირული თავდაცვა.

კიევის თავდაცვა გრძელდება როგორც გარშემო პერიმეტრზე, ისე, დამატებით შექმნილ მიმართულებებზე.

სამხრეთის მიმართულებით მიმდინარეობს ოპერაცია სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ნიკოლაევის გარეუბანში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფება წარმატებით იგერიებს საჰაერო-სარაკეტო დარტყმებს და მტრის საჰაერო თავდასხმებს, უზრუნველყოფს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარის ქვედანაყოფების საჰაერო დაცვას”, – აცხადებენ გენშტაბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები