ანდრეი კასიანოვი: სანქციები კონკრეტული დარტყმაა, რომელსაც რუსეთის თითოეული მოქალაქე იგრძნობს

“სანქციები კონკრეტული დარტყმაა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის თითოეული მოქალაქე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს სასანქციო ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე ფინანსური და ეკონომიკური სისტემის სრულ კოლაფსამდე”, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

„დღეს გაერო-ში დაიწყო მოსმენა საქმეზე უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გამომძიებლები უკვე მუშაობენ უკრაინის ტერიტორიაზე. ახორციელებენ სამხედრო და გენოციდის დანაშაულის მტკიცებულების შეგროვებას. უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია მიეცემა საერთაშორისო კრიმინალურ პასუხისმგებლობას. დღეს უკრაინის პრეზიდენტმა გმირ ქალაქებად გამოაცხადა ჩერნიგოვი, ხარკოვი, ხერსონი, მარიუპოლი.

უკრაინული ჯარი აქტიურად უწევს წინაღობას რუსეთის ჯარს, ასევე, ერთიან მტკიცე პასუხს აძლევს. პრეზიდენტი ზელენსკი აწარმოებს მრავალრიცხოვან სატელეფონო საუბარს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ქვეყნის ლიდერებთან, საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებთან. ის მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველას, დახურონ უკრაინული ცა, ასევე, ჩვენი საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენას დაბომბვისგან და უკრაინული ქალაქების დაცვას. უკრაინული დიპლომატიის საკვანძო მიმართულებებია სანქცია, იარაღი და იზოლაცია. ომმა კიდევ ერთი ამოცანა დაგვისახა, ეს არის ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინა საერთოდ არავის სჭირდება. სამყარო ძალიან გულგრილად უყურებს მის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ ვაწარმოებთ ომს, მაგრამ არ ვართ მარტო ამ ომში. შემდეგი მიმართულება არის სანქციები. 100-ზე მეტი გიგანტური კომპანია უკვე არ აწარმოებს ბიზნესს რუსეთთან. მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. თვალი რომ დახუჭო რუსეთის ფედერაციის დანაშაულზე, ეს ნიშნავს, რომ შენ თანამონაწილე ხარ. არ უნდა გააკეთო ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებს და კლავს ბავშვებს, ასევე ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ბომბავს უნივერსიტეტებს და ეკლესიას. ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც უარს ამბობს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე. სანქციები კონკრეტული დარტყმაა, რომელსაც იგრძნობს რუსეთის თითოეული მოქალაქე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს სასანქციო ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე ფინანსური და ეკონომიკური სისტემის სრულ კოლაფსამდე“,- აცხადებს ანდრეი კასიანოვი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები