ლავროვი და კულება ერთმანეთს 10 მარტს თურქეთში შეხვდებიან

10 მარტს ანტალიაში სამმხრივი სამიტი გაიმართება, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – დმიტრო კულება მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთის მთავარი მიზანი კონფლიქტების შეჩერებაა. მისი თქმით, თურქეთმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა მხარეთა შეხვედრის უზრუნველსაყოფად.

ცნობისთვის, გასულ კვირას ლავროვმა განაცხადა, რომ მზად არის, დაესწროს ანტალიაში გასამართ შეხვედრას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კულებამ ასევე განაცხადა, რომ შესახვედრად მზადაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები