საბურთალოს რაიონში წყალარინების ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი N39, N35, N34, ბუდაპეშტის ქუჩა N 3ბ და გამრეკელის ქუჩა N1 კორპუსების ამორტიზებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მილები და ჭები. აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა კომუნიკაციები. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, კორპუსების მცხოვრებლებს არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, რისთვისაც, ჯამურად, 415 092 ლარია გამოყოფილი. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს, – აღნიაშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები