ვოლოდიმირ ზელენსკი: კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ?

კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან?, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეო მიმართვისას და დასავლეთს ცის დაკეტვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა,

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან ცის გაწმენდას ან საავიაციო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას ელოდება.

“თქვენ გადაწყვეტილებას ველით, ცის გაწმენდა ან ძალა, რომელიც გაგაჩნიათ, მოგვეცით საბრძოლო თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები. ეს ის დახმარებაა, რომელიც მსოფლიომ არამხოლოდ უკრაინას, არამედ საკუთარ თავსაც უნდა გაუწიოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ მსოფლიო საზოგადოებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტად გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები