ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას ფალსიფიცირებულად მიიჩნევს

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას ფალსიფიცირებულ საქმედ მიიჩნევს, – ამის შესახებ ადეიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, თუკი ადეიშვილს ახალ ბრალდებაზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, მისი მდგომარეობა არ იცვლება იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება.
ზურაბ ადეიშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – ციხეში პატიმრების წამებისა და “ქართუ” ბანკის საქმეზე პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წარუდგინეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები