საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 32 მოქალაქე ემსხვერპლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 32 მოქალაქე ემსხვერპლა.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 685 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4 449, „პისიარ“ ტესტით – 2 236.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: .დღიური – 13,61%, ბოლო 14 დღის – 20,44%, ბოლო 7 დღის – 17,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 626 282 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 562 614 გამოჯანმრთელდა, 16 398 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 826 144 აცრა, დღიურად აცრილია 92.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები