ონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

2022 წლის 4 მარტიდან ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი 4 მარტს და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ღარის, შეუბნის, უწერის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრებზე ასევე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მხარის რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ნოდარიშვილი და ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მოადგილეები ალავერდი ხვედელიანი და გიორგი მარკოიშვილი, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.

ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა სოფლის საერთო კრება. მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა” შესაბამისად.

საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განსაზღვრა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 8 მარტს დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები