რუსებმა ცეცხლი გახსნეს და მარიუპოლში ევაკუაცია კვლავ ჩაშალეს – „აზოვი“

„მწვანე დერეფნის“ მეორე მცდელობა მოქალაქეებისთვის, რუსეთის მხრიდან კვლავ ცეცხლის გახსნით დასრულდა, მარიუპოლში ევაკუაცია ჩაიშალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სპეციალური დანიშნულების დანაყოფი „აზოვი“ ავრცელებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლის დროს – „მწვანე დერეფნის“ უსაფრთხოების გარანტია არ იქმნება. დღეს გუშინდელი ვითარება განმეორდა, მეომრებმა ცეცხლი გახსნეს და დუმილის რეჟიმი დაარღვიეს“, – ნათქვამია „აზოვის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები