“სანტე”: ჩვენი კომპანია რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ გეგმავს
“სანტე” რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ გეგმავს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “სანტე” უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში აქტიურადაა ჩართული.
“ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება.
“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.
ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.
პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.