თბილისის მერია: ძლიერი ქარის შედეგად, დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომელიც ამინდის გაუმჯობესებისთანავე ახლით შეიცვლება

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად, დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომელიც ამინდის გაუმჯობესებისთანავე ახლით შეიცვლება.

“ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებულია დავით აღმაშენებლის ხეივანში აღმართული სახელმწიფო დროშა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის დედაქალაქში კვლავ ძლიერი ქარია, დროშის შეცვლა  საფრთხის შემცველია როგორც ტექნიკური პერსონალისთვის, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაზიანებული დროშა ახლით შეიცვლება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები