ქართველი მხატვრები უკრაინისთვის – “გაყიდული ნახატების მთელი თანხა უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში ირიცხება”

ქართველი მხატვრები უკრაინას ეხმარებიან. მხატვრები ყოველდღიურად აუქციონზე თავიანთ ნამუშევრებს  გამოიტანენ . მსურველებს კი ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ნამუშევრები სასურველ ფასად, რომ ერთად დავეხმაროთ უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

აუქციონის ორგანიზატორი პორტალი”არტრუმსია” (artrooms.ge). გაყიდული ნახატების მთელი თანხა უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში ირიცხება.

„ისე როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება – ომის შედეგად მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, გადავწყვიტეთ ჩვენი მეგობარი მხატვრების დახმარებით, შევაგროვოთ თანხა მეგობარი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად,” – წერს პორტალი “არტრუმსი”.

ნახატების შეძენა აუქციონზე შეგიძლიათ “ფეისბუქ” ჯგუფში –  “artrooms – აუქციონი”.

ქართველ მხატვრებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ აქციაში, გაყიდონ ნახატები აუქციონზე და მიღებული თანხით დაეხმაროთ უკრაუნელ ხალხს, შეუძლიათ მიწერონ ორგანიზატორებს ჯგუფის პოსტების კომენტარებში ან “არტრუმსის” ჩათში და წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში.

ნამუშევრის გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში.

აქციის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან საინფორმაციო სააგენტო “აიპრესი” (ipress.ge) და მედია და ციფრული ტექნოლოგიების სააგენტო “კლიპარტი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები