თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს – უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა

“თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს”, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, უკრაინის ხმარდამჭერი აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტს აქციის მონაწილეები ტაშით, ოვაციებით და შეძახილებით: “საქართველო” შეხვდნენ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის.

“მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის! ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო.
თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, მანამდე ხუთ სხავა და სხვა ქალაქს, მათ შორის თბილისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეხიდის საშუალებით მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები