რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სასტიკმა და დაუნდობელმა რეჟიმმა რუსეთის მოქალაქეების ნაწილი აიძულა, სამშობლო დაეტოვებინათ.
ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, რუსები სამშობლოდან, ძირითადად, თურქეთის ჩარტერული რეისებით მიემგზავრებიან. უკვე მეორე დღეა, მოსკოვსა და სტამბოლს შორის ათეულობით ჩარტერული რეისი ხორციელდება.
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსული ელიტის წევრების უმეტესობას ნათესავები და ახლობლები მოსკოვიდან საქართველოში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მიჰყავს.
ამას გარდა, რუსეთის მოქალაქეები სომხეთისკენაც მასობრივად მიემართებიან, რადგან იქ 180 დღით დარჩენის უფლება აქვთ.
რუსების მიერ საკუთარი ქვეყნის დატოვების მთავარ მიზეზად ომის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები სახელდება. ამას გარდა, რუსეთში მკაცრი ცენზურა მოქმედებს, რომლის დარღვევისთვის ნებისმიერ მოქალაქეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.