რუსი ოკუპანტები ხერსონში “მწვანე დერეფნის” გახსნაზე უარს ამბობენ
ოკუპანტები ხერსონში ჰუმანიტარული დახმარებისთვის “მწვანე დერეფნის” გახსნაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
19 მანქანა, რომელიც მოსახლეობისთვის საჭირო ნივთებით იყო დატვირთული, ოკუპანტების კონტროლირებად ქალაქში ვერ შევა. ოკუპანტები ამბობენ, რომ მოსახლეობას “თავადვე დაეხმარებიან”.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონში გათიშეს მობილური კომუნიკაციები.
ცნობისთვის, ხერსონზე კონტროლი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2 მარტს მოიპოვეს.