ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს, შესთავაზოს უკრაინას დაობლებული ბავშვების დროებით საქართველოში შეფარება

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უკრაინას მზრუნველობამოკლებული ბავშვების დროებით, ვითარების გამოსწორებამდე საქართველოში განთავსება შესთავაზოს. შესაბამისი განცხადება ომბუდსმენის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.

ამასთან, სახალხო დამცველი და მისი გუნდი გამოთქვამს აღნიშნულ პროცესში ჩართვის მზაობას, როგორც დროებითი მიმღები ოჯახების მოძიება/შეფასებისა და მონიტორინგის, ასევე, გამოკვეთილი საჭიროებისამებრ, მრავალმხრივი მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები