შალვა პაპუაშვილი: შემდგომ პლენარულ სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა – ეს გახლავთ შეთავაზება პარლამენტის მხრიდან

„პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება, როგორც წესი, იმართება თებერვალში პირველ პლენარულ სხდომაზე, თუმცა, რაც შეეხება თავად თარიღს, ეს გახლავთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად. პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად განსასაზღვრი თარიღი. პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ 5 მარტი ყოფილიყო ეს თარიღი, როგორც ნახეთ, ბიურო არ დაეთანხმა და აზრი გამოითქვა და შეთავაზება, რომ შემდგომ პლენარულ სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარმოდგენა – ეს გახლავთ შეთავაზება პარლამენტის მხრიდან”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბიუროზე გამართული დისკუსიის შემდეგ, სადაც ყველა მხარემ გამოხატა საკუთარი პოზიცია, ბიურომ მხარი არ დაუჭირა ხვალინდელი სხდომის ჩანიშვნას.

„ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ საპარლამენტო ტრადიციიდან გამომდინარე თუ შევხედავთ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებებს, ის იმართება სწორედ სასესიო კვირაში. გამონაკლისი გახლდათ შარშან, როდესაც 9 აპრილს, სპეციალურად მიეძღვნა პრეზიდენტის გამოსვლა. ზოგადად, სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა და მე ამას არ შევაჯამებ, თუმცა, თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება მოვისმინოთ. რაც შეეხება თავად ამ მოხსენებას, შეიძლება მნიშვნელობა დიდად არ ჰქონდეს, იქნებოდა ეს ხვალ თუ 15-ში. ამიტომ მთავარი, რა თქმა უნდა ეს არის პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, ფრაქციის ხელმძღვანელები გამოდიან 10-10 წუთით, კითხვის დასმის საშუალება არ არის, დეპუტატებს არ აქვთ გამოსვლის საშუალება. ანუ ეს არ გახლავთ ჩვეულებრივი, ტიპური დისკუსია და დებატები, რასაც საზოგადოება შეჩვეულია პარლამენტში. ეს გახლავთ უფრო მოხსენებითი ხასიათის ფორმატი, ამიტომ უმრავლესობის მხრიდან იყო შეთავაზებული, რომ მოიძებნოს ფორმატი, სადაც საპარლამენტო ფრაქციები პრეზიდენტთან ერთად შეძლებენ დასხდომას, საუბარს და დღეს რაც არის აქტუალური, ამ საკითხის განხილვას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები