კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 702 გამოვლინდა, აჭარაში – 63, იმერეთში – 193

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 702 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 193, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 72, გურია – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 14, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 14.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 22.6% ხოლო 7 დღის მანძილზე – 18.07%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 64 894, საიდანაც, 2 913 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 118, აჭარაში – 270, იმერეთში – 626.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში – 308, აჭარაში – 94, იმერეთში – 133.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 245 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 27, იმერეთში – 18. 61 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საქართველოში კორონავირუსის 1 620 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 539 413, გარდაიცვალა 16 306 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები