საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 790 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 790 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელია 18.07%.

საქართველოში კორონავირუსის 1 620 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 539 413, გარდაიცვალა 16 306 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები