ესტონეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი ოფიციალურად დაუჭირა
ესტონეთმა უკრაინის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარი ოფიციალურად დაუჭირა. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
“უკრაინა ევროპის ნაწილია, ჩვენი ნაწილია. დღეს ესტონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა თავისი ოფიციალური პოზიცია უკრაინის ევროკავშირში წევრობის განაცხადის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ძლიერი პოლიტიკური მესიჯი: უკრაინა არის ევროპული სახელმწიფო და ეკუთვნის ევროპის კავშირს. მე ვთხოვ ევროპელ ლიდერებს, გამოხატონ მხარდაჭერა”, – წერს ესტონეთის პრემიერი.