კოსოვოს პარლამენტი მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვს
კოსოვოს პარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მთავრობას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Reutes-ი ავრცელებს.
„კოსოვოს პარლამენტი მთავრობას სთხოვს, ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, რათა ნატო-ში, ევროკავშირში, ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის მოთხოვნა წარადგინოს“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ მთავრობა ნატო-ს წევრობას სთხოვს და შეუერთდება ნატოს პროგრამას – „პარტნიორობა მშვიდობისთვის“, რომელიც ხელს უწყობს ორმხრივ თანამშრომლობას ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან.
ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, კოსოვოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს.