კულება: რუსებმა შესაძლოა, სარაკეტო სისტემები საკუთარი ტერიტორიებისკენ შეატრიალონ და ეს უკრაინას დააბრალონ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთმა შესაძლოა, პროვოკაციები დაიწყოს – მოატრიალოს საკუთარი სარაკეტო სისტემები უკრაინის ტერიტორიებიდან რუსეთის მხარეს.

„რუსებმა შესაძლოა, რეაქტიული სისტემები სასაზღვრო სოფელ პაპოვკაში საკუთარი ტერიტორიებისკენ მიატრიალოს. მათი ბარბაროსული ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ ვშიშობთ, რომ შესაძლოა, მზადდებოდეს ოპერაცია სხვისი დროშის ქვეშ, რათა მერე უკრაინას დაბრალდეს“, – წერს კულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები