რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს

რუსმა ოკუპანტებმა მთლიანად დაიკავეს ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის სახელმწიფო ადმინისტრაციის რეგიონული თავმჯდომარე, გენადი ლაგუტა სოციალურ ქსელში წერს.

​როგორც ლაგუტა ამბობს, ამის მიუხედავად, თავის მოვალეობის შესრულების შეწყვეტას არ აპირებს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ ჩავარდნენ პანიკაში.

“რასისტებმა მთლიანად დაიკავეს ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა. თუმცა, ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მოვალეობებს. რეგიონული ოპერატიული შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აგრძელებს მუშაობას და გადაუდებელ საკითხებს წყვეტს რეგიონის მცხოვრებთა დახმარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით ჰუმანიტარულ დახმარებას”, – წერს ლაგუტა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები