დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ჩვენი მეხუთე კოლონის “მესიჯბოქსში” ზის სრულად, “ნაცმოძრაობის” მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყანა – ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი სიცრუით

„აი, რა ინფორმაცია გააქვს ქვეყნის გარეთ ოპოზიციას. რა სტალინი?! სად არის სტალინის ძეგლი?? გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის ძეგლი კიდევ “პლეხანოვზე” – ეს რატომ დაავიწყდა? ,,ნაციონალური მოძრაობის,, მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყანა“, – ამის შესახებ ექსპერტი, დავით ქართველიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ჩვენი მეხუთე კოლონის მესიჯბოქსში ზის სრულად. აი, რა ინფორმაცია გააქვს ქვეყნის გარეთ ოპოზიციას. რა სტალინი?! სად არის სტალინის ძეგლი?? გენერალ-გუბერნატორ ვორონცოვის ძეგლი კიდევ “პლეხანოვზე” – ეს რატომ დაავიწყდა? ,,ნაციონალური მოძრაობის,, მთავარი ამოცანაა, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყანა – ნებისმიერი ხერხით, ნებისმიერი სიცრუით. ეს ავადმყოფი მავნებლები!“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები