კიევის მერი: ქალაქში მდგომარეობა რთულია, მაგრამ – კონტროლირებადი

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ დედაქალაქში მდგომარეობა რთულია, მაგრამ – კონტროლირებადი.

“მეგობრებო! ძვირფასო კიეველებო! ქალაქში სიტუაცია რთულია, მაგრამ – კონტროლირებადი. ღამით კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მტრის რაკეტები ჩამოაგდო, რასაც ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მადლობა კიევს გამძლეობისა და ურთიერთდახმარებისთვის! დიდება უკრაინას, ჩვენ დავიცავთ მას!”, – ამბობს კლიჩკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები