სერგეი ლავროვი: ბირთვული ომის თემა ჩვენ არ წამოგვიწევია – ეს საკითხი მუდმივად დასავლელ პოლიტიკოსებს უტრიალებთ თავში
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის თემა რუსეთს არ წამოუწევია.
„ბირთვული ომის თემა მესამე მსოფლიო ომის თემა არ არის ის, ამ დისკუსიებში ჩვენ არ წამოგვიწევია“, – განაცხადა ლავროვმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მან აღნიშნა, რომ ბირთვული ომის თემა თავში დასავლელ პოლიტიკოსებს უტრიალებთ და არა – რუსებს.
„ყველას ესმის, რომ მესამე მსოფლიო ომი შეიძლება, იყოს მხოლოდ ბირთვული, მაგრამ თქვენს ყურადღებას მივაქცევ, რომ დასავლელ პოლიტიკოსებს უტრიალებთ მუდმივად თავში ბირთვული ომი და არა – რუსებს”, – განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მზადაა, განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები როგორც უკრაინისთვის, ასევე, მთელი ევროპისთვის.
„ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა ლავროვმა.