მარჩინ ფშიდაჩი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს

უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს, – ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ ფშიდაჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია.

„ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა უკრაინა შეიძლება, გახდეს ხვალ, ზეგ ან შემდეგ კვირას. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანია”, – აღნიშნა ფშიდაჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის 10-მა წევრმა ქვეყანამ უკვე დაუჭირა მხარი აღნიშნულ ინიციატივას.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, რითაც აღიარებენ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. შესაბამის დოკუმენტს სახელწოდებით – „რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ კენჭი უყარეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში, რომელიც მოწვეული იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. ხმა მისცა 676-მა, მათგან 637-მა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 13 იყო, თავი შეიკავა  26-მა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები