პარიზის მუზეუმმა პუტინის ცვილის ქანდაკება ექსპოზიციიდან მოხსნა – ფიგურა ვიზიტორებმა დააზიანეს
პარიზში ცვილის მუზეუმის (Musée Grevin) ექსპოზიციიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ცვილის ქანდაკება ამოიღეს.
მუზეუმის ხელმძღვანელი პირების ცნობით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ვიზიტორები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ფიგურას „თავს დაესხნენ“ და ის დააზიანეს.
2000 წელს შექმნილი ქანდაკება დროებით გადატანილია საწყობში.
მუზეუმი რუსეთის პრეზიდენტის ფიგურის ვოლოდიმირ ზელენსკის ქანდაკებით ჩანაცვლების შესაძლებლობას განიხილავს.
„პირველად მუზეუმის ისტორიაში, ქანდაკებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ვხსნით“, – განაცხადა დირექტორმა.
აღსანიშნავია, ეს პუტინის ცვილის ფიგურის დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთის პრეზიდენტის ქანდაკება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგაც დააზიანეს, როდესაც მას „ფემენის“ აქტივისტები თავს დანით „დაესხნენ“.