ხერსონი რუსებმა დაიკავეს – ქალაქის მერი “მწვანე დერეფანს” ითხოვს

უკრაინის საპორტო ქალაქი – ხერსონი რუსეთმა სამხედროებმა დაიკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერი, იგორ კოლოხაევი ადასტურებს. მისი თქმით, ოკუპანტები ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ და 06:00 -დან 20:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დააწესეს. მერი აცხადებს, რომ მათთან რუსულ მხარეს მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

“გავრცელდა ჭორები, თითქოს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, რაც სიცრუეა. ამჟამად, ჩვენ უდიდესი პრობლემა გვაქვს რამდენიმე მიმართულებით: ცხედრების დაკრძალვის, ასევე, მოსახლეობის პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგებასთან დაკავშირებით…მე ამ თანამდებობაზე მოვედი იმისთვის, რომ განმეახლებინა ქალაქის ინფრასტრუქტურა, ხერსონში ინვესტიციები შემომეტანა, ამეშენებინა სახლები, გზები, პარკები და ახალი სიცოცხლე მეჩუქებინა მშობლიური ქალაქისთვის, თუმცა, ახლა გარდაცვლილთათვის სპეციალურ ტომრებს ვეძებ… მთელი მსოფლიოს გასაგონად ვითხოვ “მწვანე დერეფანს” და ვფიქრობ, ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების მიერ განადგურებული ქალაქი როგორ აღვადგინო”, – ამბობს ქალაქის მერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები