„ეს ფაშიზმია“ – სერბეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა დასავლეთი რუსოფობიაში დაადანაშაულა
სერბეთის პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან, მილოშ ბანჯურიმ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და დასავლეთი მკაცრად გააკრიტიკა.
„ჩვენ სერბეთში, უბრალო ხალხს გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა გადადგა, აუცილებელი იყო. რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა“, – განაცხადა მან.
ბანჯურმა ასევე უკრაინის მიმართ დასავლეთის ქმედებები გააკრიტიკა და ის რუსოფობიაში დაადანაშაულა.
„ეს არის განსაკუთრებული სახის ფაშიზმი, ნაციზმი…მათ აუკრძალეს რუსეთის მოქალაქეებს რესტორნებში სტუმრობა, ემუქრებიან რუს სტუდენტებს, ძალიან ცნობილ, კულტურის მოღვაწეებს დაატოვებინეს თავიანთი სამსახურები – ეს პროცესები არაჯანსაღია და ლოგიკას მოკლებული”, – განაცხადა მან.