გია ვოლსკი: სოლიდარობის აქცია ტარდება მთელ მსოფლიოში, ერთადერთია საქართველო, სადაც ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, საზოგადოებაში არსებული მუხტი თავისი პოლიტიკური ინტერესებისკენ გადმოქაჩოს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი უკრაინის მხარდასაჭერ აქციებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ასეთ დროს პოლიტიკური ინტერესები მორალური უზნეობაა.

„სოლიდარობის აქცია ტარდება მთელ მსოფლიოში, ერთადერთია საქართველო, სადაც ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, გადმოქაჩოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისკენ, რაც კიდევ ერთხელ არამარტო პოლიტიკური, მორალური უზნეობაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები