დღეს მირზა გელოვანს 105 წელი შეუსრულდებოდა
1936–1939 წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა „ფედერაციაში”, „საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში.
მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა „ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ -გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს. დაიღუპა სსრკ–გერმანიის ომის მიწურულს.
მირზა გელოვანმა შექმნა თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს ლექსებმა: „თუშის ქალი წყაროზე”, „ცხრაკარა”, „შავლეგო”, „მელოდე”, „მთაწმინდიდან სმოლენსკამდე”, „იჯექი წყნარად”, „მთვარე”, „შემოღამება საბადურზე”, „მახსოვს”, „ხრეშად დაცვივდა სიტყვები”; ასევე აღსანიშნავია ბალადა „აონი”, პოემა „შავნაბადა” და სხვ. გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: „ლექსები” (1954), „შავნაბადა” (1956), „ცხრაკარა” (1960), „უბის წიგნაკიდან” (1964), „თეთრი მიწა” (1972), „ფრონტული ლექსები” (1975), „ოცდაშვიდი გაზაფხული“ (2001), „ასი ლექსი“ (2006).
1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. დაიღუპა 1944 წლის ივლისში, ბელორუსიაში, დაკრძალულია ვიტებსკის ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.
1975 წელს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია; 1973 – საქართველოს კომკავშირის პრემია.
დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონის სოფელ ნაქალაქარში.
* * *
მირზა გელოვანი
ო, მაპატიეთ
დანაშაული არდაბრუნების.