სერგეი ლავროვი: დადგა დრო, ამერიკული ბირთვული იარაღი ევროპიდან სახლში დაბრუნდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი კვლავ რჩება ევროპის რიგი ქვეყნების ტერიტორიებზე – დადგა დრო, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დაბრუნდეს და ევროპაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანად დაიშალოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟენევის განიარაღების კონფერენციაზე ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე.

“ჩვენთვის მიუღებელია, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ფუნდამენტური დებულებების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატების ბირთვული იარაღი კვლავ რჩება ევროპის ქვეყნების ტერიტორიებზე. NATO-ს არაბირთვული ქვეყნების მონაწილეობით “ერთობლივი ბირთვული მისიების” მანკიერი პრაქტიკა გრძელდება. მათ ფარგლებში მუშავდება რუსეთში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარები. დადგა დრო, რომ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში დაბრუნდეს და ევროპაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მთლიანად დაიშალოს”, – განაცხადა ლავროვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები