სები: სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
სების ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 110 მილიონი ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.850 პროცენტით, მაქსიმალური 9.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.885 პროცენტით განისაზღვრა.
ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.875 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.