თენგიზ შერგელაშვილმა PMCG-ის მიერ ახლად არჩეული მერებისა და გამგებლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა დღეს, “პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის” (PMCG) მიერ ახლად არჩეული მერებისა და გამგებლებისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სამინისტროს ცნობით, თენგიზ შერგელაშვილმა, თბილისის არჩეულმა მერმა, დავით ნარმანიამ, USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა, სტივენ ჰაიკენმა, PMCG-ს გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ალექსიშვილმა შეხვედრა გახსნეს და მონაწილეების სიტყვით მიმართეს. შეხვედრაში 8 მერი და 13 გამგებელი მონაწილეობდა. მათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებისა და “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ ისაუბრეს.
“არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის რეფორმის განხორციელება იწყება. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელშიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები გამგებლები და მერები. ამ პროცესის სწორად წარმმართვას ემსახურება ყველა ის შეხვედრა, რომელიც ჩვენ გავმართეთ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა, რისთვისაც მადლობას ვუხდით USAID-ის წარმომადგენლობას საქართველოში და კომპანია PMCG-ს”, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ “ტრეინინგ-კურსები და სახელმძღვანელოების შემუშავება 14 ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტისათვის” ფარგლებში, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “დემოკრატიული მმართველობა საქართველოში” (G3) პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები