ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი: ვწუხვართ, რომ ბადრი ვერ მოესწრო ამ დღეს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ბიზნესმენის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით სამართლიანობის აღდგენა დაიწყო.
„ჩვენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ვიმედოვნებთ, რომ პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო იქნება სამართლიანი და დასჯის 2007 წლის ნოემბერში დამნაშავეებს, ასევე იმ მოვლებს მოყოლებულ ძალაუფლების ბოროტად არაერთგზის გამოყენებას, სამართალდამცავ სისტემასა და ბიზნესზე ზეწოლას და სიტყვის თავისუფლების ჩახშობას. ჩვენ დიდხანს ვიბრძოლეთ “იმედთან” მიმართებაში, იმ სამართლიანობის აღსადგენად და ძალიან ვწუხვართ, რომ ბადრი ვერ მოესწრო ამ დღეს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები